ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
B-08-4-0959;ჯგუფი № 031 ,პირველი კურსი
რიგინა ოვაკიმიანი
მცხეთის ისტორიული ძეგლები
- მცხეთის შესახებ
- ბეთანია
- ალავერდი
- ბაგრატის ტაძარი
- ბებრის ციხე
- ნიკორწმინდა
- სვეტიცხოველი
- მცხეთის ჯვარი
მცხეთა ქალაქი (1956 წლიდან) საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის და მცხეთის რაიონის (1930 წლიდან) ადმინისტრაციული ცენტრი. მცხეთა გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსო
ფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მოსახლეობა 7,7 ათასი (2002 წ.).
მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან, მტკვრის ორივე და არაგვის მარჯვენა ნაპირზე.
ბეთანიის ღვთისმშობლის შობის მონასტერი მდებარეობს თბილისიდან დასავლეთით, 17 კმ-ზე, მდინარე ვერეს ტყით დაბურულ ხეობაში.
დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ XI საუკუნეში უკვე არსებობდა როგორც დიდი ფეოდალების-ორბელიანების საძვლე.
მთავარი, ღვთისმშობლის შობის ჯვრისებრი აგებულების გუმბათოვანი ტაძარი აგებულია XII-XIII სს მიჯნაზე, XI საუკუნის აგურის მცირე ზომის ტაძრის ადგილზე.
ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია დიდი ზომის ჯგუფური ფრესკა მეფეთა გამოსახულებით: გიორგი III, მეფე თამარი და ლაშა-გიორგი
.სამხრეთ კედელზე კი ყოფილი დიდებული სუმბატ ორბელი- რომელმაც სიცოცხლის ბოლო წლები ბერად აღკვეცილმა სწორედ ბეთანიაში გაატარა. ტაძრის წარწერებშივეა შემონახული მისი მომხატვე;ლების-სოფრომისა და დემეტრეს სახელებიც.
მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, რამდენიმე ნაბიჯზე მდებარეობს წმ. გიორგის სახელობის მცირე დარბაზული ეკლესია, აგებული 1196 წელს. იგი გარედან კარგად თლილი ქვითაა მოპირკეთებული.
მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია აგრეთვე დღეისათვის არ არსებული კოშკის ან სამრეკლოს ფართო თაღოვანი გასასვლელი.
მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი XIX საულუნეში გაწმინდა და თამარის ფრესკაც გამოაჩინა მხატვარმა გრიგოლ გაგარინმა. 1920-იან წლებში მონასტერი მოაწესრიგეს აქვე ცხოვრობდნენ XX საუკუნის ქართველი წმინდანები იოანე მაისურაძე და გიორგი(იოანე) მხეიზე.
ამჟამად ბეთანია მოქმედი მონასტერია და ბერები დიდი სყვარულით იღებენ ყველა მომლოცველსა თუ ტურისტს….
დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ XI საუკუნეში უკვე არსებობდა როგორც დიდი ფეოდალების-ორბელიანების საძვლე.
მთავარი, ღვთისმშობლის შობის ჯვრისებრი აგებულების გუმბათოვანი ტაძარი აგებულია XII-XIII სს მიჯნაზე, XI საუკუნის აგურის მცირე ზომის ტაძრის ადგილზე.
ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია დიდი ზომის ჯგუფური ფრესკა მეფეთა გამოსახულებით: გიორგი III, მეფე თამარი და ლაშა-გიორგი
.სამხრეთ კედელზე კი ყოფილი დიდებული სუმბატ ორბელი- რომელმაც სიცოცხლის ბოლო წლები ბერად აღკვეცილმა სწორედ ბეთანიაში გაატარა. ტაძრის წარწერებშივეა შემონახული მისი მომხატვე;ლების-სოფრომისა და დემეტრეს სახელებიც.მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, რამდენიმე ნაბიჯზე მდებარეობს წმ. გიორგის სახელობის მცირე დარბაზული ეკლესია, აგებული 1196 წელს. იგი გარედან კარგად თლილი ქვითაა მოპირკეთებული.
მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია აგრეთვე დღეისათვის არ არსებული კოშკის ან სამრეკლოს ფართო თაღოვანი გასასვლელი.
მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი XIX საულუნეში გაწმინდა და თამარის ფრესკაც გამოაჩინა მხატვარმა გრიგოლ გაგარინმა. 1920-იან წლებში მონასტერი მოაწესრიგეს აქვე ცხოვრობდნენ XX საუკუნის ქართველი წმინდანები იოანე მაისურაძე და გიორგი(იოანე) მხეიზე.
ამჟამად ბეთანია მოქმედი მონასტერია და ბერები დიდი სყვარულით იღებენ ყველა მომლოცველსა თუ ტურისტს….
ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა. მდებრეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.ალავერდი თავდაპირველად მამათა მონასტერი იყო, რომელშიც არსებობდა საკმაოდ მოზრდილი ბიბლიოთეკა, რომელიც გამუდმებით მდიდრდებოდა გადაწერილი და შემოწირული ხელნაწერებით. ალავერდი ლიტერატურული საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ: ფილიპე ალავერდელი, ზებედე მთავარეპისკოპოსი, ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი), მარიამ ბაგრატიონი და სხვ. XVII – XVIII სს -ში აქ დედათა მონასტერიც დაარსდა.მონასტერი შემოზღუდულია XVII-XVIII სს-ის დაკბილული, სათოფურებიანი, მაღალი, სქელი გალავნით, რომელსაც რამდენიმე სქელი კოშკი ამაგრებს. მონასტრის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა დროს აგებული განსხვავებული დანიშნულების ნაგებობები: ეპისკოპოსის მოსასვენებელი, სატრაპეზო, სამრეკლო, მარანი, აბანო და სხვა ნაგებობანი. ტაძარი გეგმაში წარმოადგენს ცენტრალურ – გუმბათოვან ჯვრული სახის ნაგებობას სამი აფსიდით. გარედან სწორკუთხა, პროპორციული. გუმბათი ეყრდნობა ოთხ ბურჯს და აქვს 16 სარკმელი.ტაძარი როგორც ჩანს მოხატული იყო, კედლების გაწმენდის შემდეგ, გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა, რომლებიც XI – XVII საუკუნეებით თარიღდება.ტაძარი ნაშენია უმთავრესად რიყის ქვით. გარედანაც და შიგნიდანაც მოპირკეთებულია მოყვითალო ნახვრეტოვანი ტუფის ფილებით, რომლებიც ახლა შეთეთრებულია. იგი გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტებიც შემორჩენილია.ეპისკოპატის ჩრდილო – დასავლეთით ერთი ნაგებობაა, რომელიც, როგორც ფიქრობენ, შაჰ-აბასის წარმომადგენლის – ფეიქარ-ხანის სასახლე უნდა ყოფილიყო, რომელსაც დაკავებული ჰქონდა ალავერდი 1615 წელს.ტაძარი ბევრჯერ დაზარალდა მომხვდურთაგან და მიწისძვრებისაგან. პირველი დიდი რესტავრაცია მას გაუკეთა ალექსანდრე კახთა მეფემ XV ს-ის 80 -იან წლებში, შემდეგ დედოფალმა თამარმა, ბოლოს კი ერეკლე II -მ.XIX საუკუნეში რუსულმა საეკლესიო ხელშეკრულებამ ტაძრის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე სტოები მოუნგრია, შელესა და შეათეთრა კედლები და ტაძარში რუსული კანკელი აღმართა.ალავერდშიყოველწლიურად იმართება სახალხო დღ
ესასწაული “ალავერდობა”, ნაყოფიერებისა და მოსავლის აღება – დაბინავებასთან დაკავშირებული დღესასწაული, რომელიც იწყება 14 სექტემბერს, გრძელდება 3 კვირას.
ესასწაული “ალავერდობა”, ნაყოფიერებისა და მოსავლის აღება – დაბინავებასთან დაკავშირებული დღესასწაული, რომელიც იწყება 14 სექტემბერს, გრძელდება 3 კვირას.ქუთაისში, უქიმერონის გორაზე, მდებარეობს გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო და ერთიანი საქართველოს პირველი მეფის-ბაგრატ III-ის სახელის მატარებელი ტაძარის ნანგრვები.ტაძრის მშენებლობა დაიწყო X საუკუნის ბოლო მეოთხედში და დამთავრდა 1003 წელს. იგი აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მისი კურთხევა ბაგრატ მეფეს განსაკუთრებული ზეიმით აღუნიშნავს.ტაძარი წარმოადგენს სწორკუთხამკლავებიან ჯვრის მოხაზულობაში ჩაწერილ ტრიკონქს. მკლავები შიგნიდან ნახევარწრიული აფსიდებითაა დასრულებული. ღერძი წაგრძელებულია აღმოსავლეთ – დასავლეთის მიმართულებით. გუმბათი ოთხ მძლავრ თავისუფალ მდგარ ბურჯს ეყრდნობა.ტაძრის შემორჩენილი ნანგრეები ნათლად მოწმობს, თუ რამდენად დიდებული ტაძარი ყოფილა იგი. კარიბჭეები, დეკორაციული თაღები, ჩუქურთმიანი სამკაული ქმნის ცხოველხატულ სახეს. შენობა გვაოცებს პროპორციების დახვეწილობით, დეკორის მრავალფეროვნებითა და დიდებულობით, პროფილების, სამკაულთა, თაღების შესრულების თავისუფლებითა და არტისტიზმით, კონსტრუქციული სიმსუბუქით. როგორც ჩანს ტაძარი მოხატული იყო.მშენებლობის დამთავდებამდე ჩრდილო – დასავლეთიდან ტაძარს სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI ს-ის პირველ ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭეები მიაშენეს. სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ღვთისმშობლის ფრესკის კვალი.ტაძრის წარწერებში საქართველოში არაბული ციფრების ხმარების უძველესი ნიმუშია წარმოდგენილი.XVII საუკუნის ბოლომდე ტაძარი უცვლელად იდგა. 1692 წელს იგი აფეთქებული იყო თურქების შემოსევის დროს.ბაგრატის ტაძარს თავისი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში.
ბებრის ციხე მდებარეობს ქალაქ მცხეთის ჩრდილო ნაწილში. მდინარე არაგვის, მარჯვენა სანაპიროს კლდისთავზე. მას უძველეს დროს ერქვა ბელტა. იგი ანტიკურ ხანაშია აგებული. ციხე_სიმაგრის საერთო ფართი დაახლოებით 1500 კვ.მ-ია შიდა ეზოსი კი 600 კვ-მეტრი.ოდესღაც ეს ციხე მცხეთის კარს კეტავდა არაგვის ხეობის მხრიდან. ეს ციხე მეტად ცომპლექტურად არის აგებული შემაღლებულ კონცხზე. ციხე ორი ნაწილისაგან შედგება: მთავარი ციტადელი, მას სამხრეთით პატარა ეზო აკრავს. გეგმაში იგი სამკუთხედს უახლოვდება. სამივე კუთხეში კოშკები მდგარა, რომელთაგან ყველაზე დიდია სამხრეთ_აღმოსავლეთის. იგი რამდენიმე სართულისაგან შედგება. რაც მის არა მარტო თავდაცვით არამედ საცხოვრებელ დანიშნულებასაც მიუთითებს.ჩრდილოეთი კოშკიც იგივე ტიპისაა, მხოლოდ ზომით უფრო მცირე. ორივე კოშკში ერთი საინტერესო დეტალია შემორჩენილი. ღრმა ნიშებში განლაგებული საბრძოლო ტვრელები. ამ ციხის აგებისას სასროლი იარაღი მშვილდ_ისარი იყო. ციხეს ასეთი ხვრელი ესაჭიროებოდა, საიდანაც მეომრებს შეეძლებოდათ მარჯვედ მოქმედება. ეს კი ვერ მოხდებოდა ორი-სამი მეტრის სისქის კედლებიდან, თუ მათში განიერი და ღრმა ნიშები არ გაკეთდებოდა.მესამე აღმოსავლეთის კოშკი აგრეთვე დანგრეულია და მოგვიანებით იმ ადგილას გაუქმებული ციხის ტერიტორიაზე, საგუშაგო კოშკო აუგიათ, რომელიც იქვე მდგარი კოშკისაგან განსხვავებით ცილინდრული ფოემისაა.ბებრის ციხეზე არსებობს ლეგენდა: ოდესღაც ეს მიწა ეკუთვნოდა ვინმე თავად სიმონს. მას აქ ხეობის ვიწროში, აუგია სიმაგრე და შიგ გზისმცველი ჩაუყენებია. თავად ჰყოლია ორი შვილი; ლამაზი მარინე და გულქვა მამუკა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მამუკას დიდძალი გადასახადი დაუკისრებია ქვეშევრდომთათვის. მარინეს შებრალებია ისინი და მამუკას სთხოვა გაეთავისუფლებინა ისინი გადასახადისაგან. გამძვინვარებულმა ძმამ მაკრინე კოშკში გამოამწყვდია. ერთ დღეს, როდესაც ყმებისათვის წყალ-წყალა საჭმელი მზადდებოდა, გამოჩენილან ყვავები და ქვაბში ჩაცვენილან. ყმებს საჭმელი გადაუსხიათ, ამის შემხედვარე მამუკა გაბრაზებულა და გლეხებს დასაჭერად დადევნებია. უეცრად ქვაბიდან გველები ამოცვენილან და მამუკას შემოხვევიან. სასოწარკვეთილი მამუკა ღმერთს შეევედრა: ,,ოღონდ მიხსენი და ეკლესიას აგიგებო’’. ამ სურათს ხედავდა თურმე კოშკში დამალული მაკრინე, რომელიც მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს. ღმერთს შეუსმენია მათი ვედრება. და-ძმამ ეკლესიურად ცხოვრება დაუწყიათ. და მონაზვნად აღკვეცილა, მამუკა კი ბერად შემდგარა.70 წლის მაკრინე გარდაიცვალა. დასაფლავების დღეს მისულა თეთრწვერა მოხული, რომელიც მიცვალებულს ეამბორა შუბლზე და წარმოსთქვა: ,,დაო ჩემო, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი აღთქმა’’. ამ სიტყვების დასრულების თანავე იქვე ჩაკეცილა და სული განუტევებია, ამიტომ ეწოდება ციხეს ,, ბებრის ციხე’’.
ნიკორწმინდის დიდებული ტაძარი, მდებარეობს რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში. იგი აშენებულია მაღლობზე და ჩანს სოფლის ყველა წერტილიდან. შენობა გარედან მოკლემკავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან ხუთაფსიდიანია. შინაგანი სივრცე შესამჩნევადაა დაგრძელებული. ფასადები შემოსილია ნათალი ქვით და დამუშავებულია უწყვეტი თაღებით.ტაძარი აშენებულია 1010 – 1014 წლებში. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები ცოტა მოგვიანოა, მაგრამ არა უგვიანეს XI ს-ის პირველი ნახევრისა. სამრეკლო XIX ს-ის მეორე ნახევარშია აგებული. 1534 წ. ტაძარი განუახლებია იმერეთის მეფე ბაგრატ III -ს. ტაძრის შიგნითა ფრესკებიც ამავე საუკუნისაა.ნიკორწმინდის ფასადები და ეკვტერები, ჩუქურთმათა გარდა, მორთულია ძალიან დამახასიათებელი და ისტორიულ – ევოლუციური თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები (”ფერისცვალება”, “მეორედ მოსვლა”,”ჯვრის ამაღლება” და სხვ.), რეალური და ფანტასტიკური ცხოველები. რომლებიც საოცრად ლარად და ზუსტად ჯდებიან ერთიან სილუეტში.შენობის გარეგნობა რამდენადმე მძიმეა, ელეგანტურობას მოკლებული. განსაკუთრებით გუმბათის ყელის მასიურობის გამო, მაგრამ ორნამენტაციის სიუხვე, უშრეტი მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი, ძალზე საინტერესო სკულპტურული დეკორი ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს.
სვეტიცხოველი მდებარეობს მცხეთაში, თბილისიდან 20 კმ-ზე.სვეტიცხოველი გეგმაში წარმოადგენს ჯვარს მოკლე განივი მკლავებით და გრძივი ჭრილებით. აღმოსავლეთის მკლავი თავდება აფსიდით. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა. გუმბათის ყელში 16 სარკმელია. ძველი ფრესკების უმეტესობა აღარაა შემორჩენილი. მოღწეული ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია. სუფთად ნათალი ქვებით მოპირკეთებული ფასადები მდიდრულადაა მორთული.ტაძრის შიგნით, გუმბათის მახლობლად სვეტებზე დაყრდნობილი კოშკისებური ნაგებობა – ეს არის საკუთრივ “სვეტიცხოველი”. აქ ინახებოდა სასწაულმოქმედი სვეტის ნაწილი, რომლის ქვეშაც მარხია კვართი უფლისა. სამხრეთ მხარეს, შესასვლელიდან მადჯვნივ ქვის პატარა სამლოცველო იერუსალიმის ტაძრის გამოსახულებაა.გალავანი 1787 წელს აუგიათ ერეკლე II – ის ბრძანებით. დასავლეთით მოთავსებულია სამრეკლო და XI ს-ის კარიბჭე – არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში.საუკუნეების განმავლობაში ტაძარი იყო მეფეთა საძვალეც. აქ არიან დასაფლავებული: ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II, საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII და სხვა დიდებულები.იგი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მასში განისვენებს კვართი უფლისა იესო ქრისტესი. იგი არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო:გადმოცემის თანახმად, მცხეთის მკვიდრი ებრაელი ელიაზარი დასწრებია იესო ქრისტეს ჯვარცმას. ჯვარიდან მისი ჩამოხსნის შემდეგ მას რომაელი ჯარისკაცებისგან შეუძენია კვართი უფლისა და საქართველოში ჩამოუტანია. მცხეთაში ჩამოსულ ელიაზარს მისი და – სიდონია შეგებებია, რომელსაც ტირილით ჩამოურთმევია ქრისტეს კვართი, გულში ჩაუკრავს და მსწრაფლ სული განუტევებია. ვერავინ შესძლო იგი მიცვალებულისათვის ხელიდან გამოეგლიჯა და სიდონია ძვირფას კვართიანად დაუკრძალავთ. მის საფლავზე უზარმაზარი ლიბანის ნაძვის ხე ამოსულა, რომლის ქვეშ ზამთარ – ზაფხულ ყვავილნი ყვაოდნენ.337 წელს ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს ნინო განმანათებლის რჩევით, განუძრახავს ტაძრის აგება იქ, სადაც დაკძალული იყო კვართი უფლისა. მოუჭრიათ საფლავზე ამოსული ხე და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიათ.ექვსი სვეტი აღუმართავთ, მეშვიდე კი – ყველაზე დიდი და გაბრწყინებული მიწას არ მიჰკარებია, ჰაერში ჩამოკიდულა, ანათებდა, გამოსცემდა სურნელს, ხოლო ძირიდან წარმოსდინდებოდა მირონი, რომელიც ყველა სენს კურნავდა. სწორედ ეს იყო “სუეტი ცხოველი” – სიცოცხლის მომნიჭებელი სვეტი, რომელის სახელიც ეწოდა ტაძარს.შემდეგში ამ პირველი, ხის ეკლესიის ადგილას V ს-ის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, 1010 – 1029 წლებში კი კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი სვეტიცხოველი.ლეგენდის მიხედვით, რადგან სვეტიცხოველის მშენებელს მასწავლებლისათვის უჯობნია და თანაც მეფე გიორგის რჩეული ქალი შეყვარებია, მისთვის ხელი მოუკვეთიათ. ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე, ზემოთ, გამოსახულია ხელი, რომელსაც გონიო უპყრია. გვერდით წარწერაა: “ხელი მონისა არსუკისძისაი, შეუნდვეთ”.
ჯვრის მონასტერი ქართული არქიტექტურის შესანიშნავი ნმუშია. იგი მდებარეობს მტკვრისა და არაგვის შესართავთან მთის წვერზე.ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III -მ ხის (ვაზის) მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც, რადგანაც იგი სასწაულმოქმედად ითვლებოდა. ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა, რომელსაც დღეს “მცირე ჯვარს” უწოდებენ.586/7 – 604 წლებში გუარამის ძემ – ერისმთავარმა სტეფანოზ I -მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი – დღევანდელი ჯვარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს და ინტერიერში მოაქცია იგი.ტაძარი გეგმაში წარმოადგენს რამდენადმე წაგრძელებულ ჯვარს, რომლის მკლავები მთავრდება აფსიდებით. შენობ
ის ბირთვს შეადგენს კვარდატი, რომლის თავზეც აღმართულია 8- წახნაგოვან ყელზე დამყარებული გუმბათი. ძველი და ახალი ეკლესიები შემდეგში გაერთიანდა შემაერთებელი კარიბჭით. შენობა დიდი არ არის (მისი ზომებია 22მ X 19მ, სიმაღლე 25 მ ), მაგრამ იგი მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ფასადი მოპირკეთებულია მოვარდისფრო – ქვიშისფერი თლილი ქვით.მცხეთის ჯვარი პირველი ნიმუშია ჯვრული ტიპის მონასტერებისა. აგრეთვე იგი პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის გაფორმებაშიც არსებითი ადგილი უკავია რელიეფურ ქანდაკებებს. იგი, ბოლნისის სიონის შემდეგ, ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს.XVII- XVIII საუკუნეებში, როცა გახშირდა შემოსევები, ჯვრის მონასტერს გალავანი შემოავლეს. დღემდე შემორჩენილია მისი ფრაგმენტები და ზრუდეში ჩართული ნახევრად დანგრეული კოშკები. 1997-1998 წლებში გალავანი ნაწილობრივ აღადგინეს. 1989 წლიდან ჯვრის მონასტერში ისევ აღსდგა ღვთისმსახურება.მცხეთის ჯვარი მსოფლიო ხელოვნების საგანძურში შედის.
გამოყენებული ლიტერატურა:
- მინორი–პეგუ//მცხეთა,–ქართული საბჭოთა ენციკლოპედია,–ტომი 7,თბილისი,–1984,–გვ,105–106
- აფაქიძე ა;გობეჯიშვილი გ,–არმაზისხევის აპქეოლოგიური ძეგლები,–თბილისი,–1955,–1325გვ
- ნაციაშვილი ს,–წიგნი მცხეთის გათხრებზე//ლიტერატურული გაზეთი,–თბილისი,1955,29 ივნისი,6გვ
- უნდა აღდგეს ისტორიული სამართლიანობა მცხეთის სახელწოდებისა და ქალაქის სტატუსის შესახებ/ბიბილური თ;ლომოური ნ;საყვარელიძე თ//საქართველოს რესპუბლიკა,–2003,–6 ივნისი,–№176,–1–2გვ
- gost.caucasus.net
- mtskheta-mtianeti.gov.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий